მცხობელი
20-07-2026 - 20-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ პროფესიონალურ გარემოში.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40სთ.

ადგილმდებარეობა:  თელავი, სოფ. ნაფარეული.

ძირითადი მოვალეობები :

  • სხვადასხვა სახეობის პურის, კრუასანისა და სხვა საცხობი პროდუქციის მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
  • ცომის მომზადება, გაფუება, ფორმირება და გამოცხობის პროცესის მართვა;
  • პროდუქციის ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მცხობლის პოზიციაზე;
  • სხვადასხვა სახეობის პურისა და კრუასანის დამზადების გამოცდილება;
  • ტექნოლოგიური პროცესებისა და საცხობი აღჭურვილობის ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!