ლოპოტა სპა რეზორტის შესახებ

ლოპოტა სპა რეზორტი ბუნებისა და ადამიანის სიყვარულით შექმნილი მაღალი კლასის დასასვენებელი ადგილია, რომელიც კახეთის ისტორიულ რეგიონში, ქალაქ თელავიდან 15 წუთის დაშორებით სტუმრებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მასპინძლობს:  მსოფლიო სტანდარტების სერვისით, მრავალფეროვანი აქტივობებითა და ბუნებასთან სიახლოვის შესაძლებლობებით; ლოპოტას უნიკალურობას ქმნის კონცეფცია: ხელთქმნილი მასპინძლობისთვის.
ლოპოტას შექმნის ისტორია 7-ნომრიანი საოჯახო სასტუმროთი იწყება, დღეს კი ის საერთაშორისოდ აღიარებული რეზორტია 300-ზე მეტი ნომრით და განსხვავებული კონცეფციის სივრცეებით, თუმცა კვლავ  ინარჩუნებს მთავარს - პერსონალურ ზრუნვას  და განვითარებისკენ სწრაფვას.

ლოპოტა ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

სტუმრებისთვის დადებითი გამოცდილების შექმნის წინაპირობად მიგვაჩნია ჩვენი თანამშრომლებისთვის პოზიტიური სამუშაო გარემოს შენარჩუნება, სწავლებითა და პროფესიული განვითარებით, გუნდური სულისკვეთებით, ინდივიდუალიზმის დაფასებით და ხელშესახები ბენეფიტებით.

<