ჭურჭლის მრეცხავი (სტიუარდი)
ლოკაცია: თელავი, სოფ. ნაფარეული
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-08-21 - 2026-09-21
ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის (სტიუარდის) პოზიციაზე.სამუშაო პირობები: სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 საათი.ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.ძირითადი მოვალეობები:ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და აღჭურვილობის რეცხვა და სათანადოდ დასუფთავება;გარეცხილი ჭურჭლისა და ინვენტარის შესაბამის ადგილზე განთავსება;სამზარეულოსა და სამუშაო სივრცეების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;ქვაბების, ტაფებისა და სხვა სამზარეულოს ინვენტარის მოვლა;საწმენდი საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:გამოცდილება სავალდებულო არ არის;პასუხისმგებლობისა და შრომისმოყვარეობის მაღალი გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;სისუფთავისა და წესრიგის მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა;გისურვებთ წარმატებას.