ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას პრემიუმ კლასის იტალიურ რესტორანში პიცის შეფის პოზიციაზე.
შოურუმის ფორმატის პიცის ღუმელი რესტორნის ერთ-ერთი მთავარი ვიზუალური და კულინარიული ელემენტია. ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც სტუმრების თვალწინ შექმნის ავთენტურ იტალიურ პიცას მაღალი ხარისხისა და სტანდარტის დაცვით.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- პიცის ცომის მომზადება, დამუშავება და ფერმენტაციის კონტროლი;
- პიცის მომზადება და გამოცხობა რეცეპტურისა და სტანდარტების დაცვით;
- შოურუმის ღუმელთან პროფესიონალური მუშაობა და ტემპერატურის მართვა;
- პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე უშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პროფესიონალურ ღუმელთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.