ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკი;
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მისალმება;
- ბარგის გადატანა ნომრამდე და ნომრიდან გასვლისას;
- სტუმრებისთვის ძირითადი ინფორმაციის მიწოდება რეზორტის სერვისების შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში სტუმრების თანმხლები მომსახურება ტერიტორიაზე;
- სამუშაო ეტიკეტის და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენა (B1);
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- მართვის მოწმობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
გისურვებთ წარმატებას.