კაფეტერიის მზარეული
07-05-2026 - 07-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კაფეტერიის მზარეულის პოზიციაზე.

კაფეტერია უზრუნველყოფს თანამშრომლების ყოველდღიურ კვებას, ამიტომ პოზიცია მოითხოვს ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობას და ჰიგიენის სტანდარტების მკაცრ დაცვას.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.

ადგილმდებარეობა:  თელავი, სოფ. ნაფარეული.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლებისთვის განკუთვნილი მენიუს მიხედვით კერძების მომზადება;
  • საკვების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
  • სამზარეულოს სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • ნედლეულის სწორი გამოყენება და შენახვა;
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და დროის ეფექტური მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რეცეპტების  ცოდნა;
  • ყურადღების კონცენტრაციის და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<