ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას საცხენოსნო ტურების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- საცხენოსნო ინვენტარის სისუფთავე;
- ცხენების ჯანმრთელობის კონტროლი;
- ტურისთვის განკუთვნილი ცხენების მოვლა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- აუცილებელია ცხენებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.