ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას საბავშვო სივრცის თანამშრომელის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, 10:00 - 20:00; 2/2 გრაფიკი (2 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება);
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული
ძირითადი მოვალეობები:
- საბავშვო სივრცეში ბავშვების მიღება, მეთვალყურეობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ბავშვებთან მეგობრული და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;
- საბავშვო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სათამაშოების, ინვენტარისა და მასალების მოვლა და უსაფრთხო გამოყენების კონტროლი;
- მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- უსაფრთხოების წესებისა და რეზორტის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენა B1
- სასურველია ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა
გისურვებთ წარმატებას.