სათვალთვალო სისტემების სპეციალისტი
10-05-2026 - 10-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სათვალთვალო სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე (უსაფრთხოების დეპარტამენტი).

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მუდმივი მონიტორინგი;
  • ინციდენტების იდენტიფიკაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • უსაფრთხოების დარღვევებზე დროული რეაგირება;
  • კამერების, სერვერებისა და მონიტორინგის მოწყობილობების გამართულობის კონტროლი;
  • ვიდეოჩანაწერების მართვა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
  • შიდა უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.

ადგილმდებარეობა:თელავი, სოფ. ნაფარეული

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<