ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას ჯავშნების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N24..
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და კომუნიკაციის დამყარება სტუმართან;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში ჯავშნების მიღება და მომავალი ჯავშნების მონიტორინგი;
- კორესპონდენციის, ზარების და ინდივიდუალური რეზერვაციის დროული და პროფესიონალური გამკლავება სტანდარტების დაცვით;
- დასტურის გაგზავნასთან ერთად, პრო-ფორმა ინვოისის მომზადება და სტუმარისთვის/ტურისტული კომპანიისთვის მიწოდება;
- სტუმრების განსაკუთრებული მოთხოვნების მუდმივი აღრიცხვა და მატერიალიზაციის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა;
- სასურველია PMS სისტემების (Opera, Fidelio ან სხვა) ცოდნა;
- აუცილებელია ტურისტულ სფეროში, სასტუმროს გაყიდვებისა და რეზერვაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.