დემი შეფი | მზარეული | მზარეულის დამხმარე
07-05-2026 - 07-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ პროფესიონალურ გარემოში.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.

ადგილმდებარეობა:  თელავი, სოფ. ნაფარეული.

ძირითადი მოვალეობები (პოზიციის შესაბამისად):

  • მენიუსა და რეცეპტურის მიხედვით კერძების მომზადება მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
  • პროდუქციის სწორად დამუშავება და პრეპარაცია;
  • მზარეულის მხარდაჭერა მომზადების პროცესში;
  • სერვისის დროს ოპერატიული და კოორდინირებული მუშაობა გუნდთან ერთად;
  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა;
  • სამუშაო სივრცის ორგანიზება და სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მზარეულის და დემი შეფის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული სამზარეულოს სტანდარტების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა, სიზუსტე და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ცვლაში მუშაობის მზადყოფნა.

მზარეულის დამხმარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის — მნიშვნელოვანია მოტივაცია, სწავლის სურვილი და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<