შეფ დე პარტი | დემი შეფი (აზიური სამზარეულოს მიმართულებით)
07-05-2026 - 07-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსია აზიურ რესტორანში შეფ დე პარტისა და დემი შეფის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • აზიური სამზარეულოს კერძების მომზადება რეცეპტურისა და სტანდარტების დაცვით;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სწორი დამუშავება;
  • სერვისის პერიოდში სწრაფი, ორგანიზებული და კოორდინირებული მუშაობა;
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა;
  • შეფ დე პარტის შემთხვევაში კონკრეტული მიმართულების მართვა (სუშის სექცია) და სრული პასუხისმგებლობა მინიჭებულ სამუშაო პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აზიური სამზარეულოს გამოცდილება (სავალდებულო);
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიონალური სამზარეულოს სტანდარტების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<