ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას მამასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს გარე ტერიტორიების, ბილიკების, შესასვლელებისა და მიმდებარე სივრცეების მოვლა და დასუფთავება;
- ნარჩენების შეგროვება, გადატანა და ურნების დაცლა;
- გარე ზედაპირების მაღალი წნევის წყლის აპარატით რეცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა;
გისურვებთ წარმატებას.