აკვა პარკის მაშველი
15-07-2026 - 15-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას აკვა პარკის მაშველის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, 5 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება; 8 საათიანი გრაფიკი; 

ადგილმდებარეობა:  თელავი, სოფ. ნაფარეული.

ძირითადი მოვალეობები:

  • აკვაპარკის ტერიტორიაზე სტუმრებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობა და მათი დაცვის ხელშეწყობა;
  • აკვაპარკის ატრაქციონებითა და ინფრასტრუქტურით სარგებლობისას უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
  • უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და ინფორმაციის დროული მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • საგანგებო ან არასტანდარტული სიტუაციების დროს მოქმედება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • აკვაპარკის ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენა (A2);
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. 

გისურვებთ წარმატებას.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!