ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბარმენის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ბუნგალოს ბარის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- ბარმენებისა და მიმტნების გუნდის ხელმძღვანელობა შიფტში, სამუშაოს განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
- სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და ხარისხის კონტროლი;
- სალარო ოპერაციების, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი;
- პროდუქციის, სასმელებისა და ბარის ინვენტარის მარაგების კონტროლი, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და შესაბამისი შეკვეთების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენა (B2)
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.
ადგილმდებარეობა:თელავი, სოფ. ნაფარეული