ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი:
- სრული სამუშაო განაკვეთი.
- გრაფიკი: 08:00 - 20:00. ორი სამუშაო დღე, ორი დღე დასვენება.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- სპა ცენტრის სივრცეების, გასახდელების, დასასვენებელი ზონებისა და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების მუდმივი დაცვა;
- საჭიროებისამებრ პირსახოცების, ხალათებისა და სხვა საჭირო ნივთების მოწესრიგება და შევსება;
- დასუფთავების საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და კონტროლი;
- სპა სივრცეში წესრიგისა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია დასუფთავების ან სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- სისუფთავისა და წესრიგის მიმართ მაღალი სტანდარტი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
გისურვებთ წარმატებას.