მიმტანი | უფროსი მიმტანი | სერვის ლიდერი
22-07-2026 - 22-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სერვისის გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ პროფესიონალურ გარემოში.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.

ადგილმდებარეობა:  თელავი, სოფ. ნაფარეული.

ძირითადი მოვალეობები (პოზიციის შესაბამისად):

  • სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • შეკვეთების მიღება, შესაბამის სისტემაში ასახვა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისთვის მენიუს, კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სალარო ოპერაციების განხორციელება და ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • სერვისის პროცესის კოორდინაცია ცვლის განმავლობაში და მომსახურების ხარისხის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება რესტორნის ან სასტუმროს მომსახურების სფეროში;
  • სერვის ლიდერის პოზიციისთვის გუნდის კოორდინაციის ან ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (Professional Working Proficiency);

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!