ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას რუმსერვისის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
რუმსერვისის შეკვეთების დროული მიწოდება სტუმრის ნომერში;
შეკვეთების შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით ტრანსპორტირება;
სტუმრისთვის შეკვეთის სწორად და მოწესრიგებულად გადაცემა;
რუმსერვისის გუნდთან შეკვეთებისა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
შიდა გადაადგილებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენა (B2);
- კომუნიკაციის მაღალი უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.