ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე,
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- მიღება-განთავსების დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვაში მენეჯერის მხარდაჭერა;
- Front Office-ის თანამშრომლების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
- სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის კონტროლი;
- სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემური შემთხვევების დროული და პროფესიონალური მართვა;
- ჯავშნების, Check-in და Check-out პროცესების კონტროლი;
- PMS სისტემაში ინფორმაციის სისწორისა და განახლების კონტროლი;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკებისა და ყოველდღიური დავალებების კოორდინაცია;
- მომსახურების სტანდარტებისა და SOP-ების შესრულების კონტროლი;
- საჭირო ანგარიშგებებისა და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება;
- ახალი თანამშრომლების ტრენინგში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
- მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი
- მენეჯერის არყოფნის პერიოდში დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასტუმროს Front Office-ში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Opera, Fidelio ან სხვა PMS სისტემების ცოდნა
- ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა.
- სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.