ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სუვენირების მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40სთ.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციისა და სუვენირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის გაყიდვა და ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
- პროდუქციის განთავსებისა და ვიზუალური მოწესრიგების კონტროლი;
- ფასებისა და პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- სტუმრების მოთხოვნებსა და შეკითხვებზე დროული რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი უნარები;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office და სხვა);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.