ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას შიდა საწყობის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობიდან საჭირო ინვენტარის ობიექტზე მიწოდება;
- უსაფრთხოების, ჰიგიენის და შრომის წესების დაცვა;
- სატრანსპორტო საშუალების მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას.