შეფ - კონდიტერი
13-08-2026 - 13-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონდიტერის პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს რეზორტის A la Carte რესტორნებისა და ბუფეტის საკონდიტრო მიმართულებას და იზრუნებს დესერტების ხარისხის, ასორტიმენტისა და წარმოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.

ადგილმდებარეობა:  თელავი, სოფ. ნაფარეული.

ძირითადი მოვალეობები:

  • A la Carte რესტორნებისა და ბუფეტის საკონდიტრო მიმართულების მართვა;
  • სხვადასხვა სახის დესერტების შექმნა, მომზადება და ხარისხის კონტროლი;
  • სეზონური დესერტების, ახალი პროდუქტებისა და საავტორო დესერტების შემუშავება;
  • საკონდიტრო გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს გადანაწილება და თანამშრომლების განვითარება;
  • საკონდიტრო მენიუს დაგეგმვა, განახლება და სტანდარტიზაცია;
  • ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების მომზადება და განახლება;
  • პროდუქციის თვითღირებულებისა (Food Cost), ნედლეულის, დანაკარგებისა და მარაგების კონტროლი;
  • ყოველდღიური წარმოების დაგეგმვა და სხვადასხვა რესტორნისთვის დესერტების დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დესერტების გემოს, ტექსტურის, ვიზუალური მხარისა და პორცირების სტანდარტების კონტროლი;
  • HACCP-ის, ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • F&B, სამზარეულოს, შესყიდვების, საწყობისა და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • საკონდიტრო მიმართულებით მუშაობის შესაბამისი გამოცდილება;
  • პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სახის დესერტების მომზადებაში;
  • საკონდიტრო გუნდის მართვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • ტექნოლოგიურ ბარათებთან და კალკულაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • HACCP-ისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
  • კრეატიულობა და ახალი პროდუქტების შექმნის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!