კონდიტერი
23-09-2026 - 24-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ პროფესიონალურ გარემოში.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.

ადგილმდებარეობა:  თელავი, სოფ. ნაფარეული.

ძირითადი მოვალეობები :

  • სხვადასხვა სახის დესერტისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;
  • ცომისა და საკონდიტრო კრემების მომზადება;
  • პროდუქციის გემოს, ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი;
  • საჭირო ინგრედიენტებისა და ნედლეულის სწორად გამოყენება;
  • სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია კონდიტერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიების ცოდნა.
  • პასუხისმგებლობა, სიზუსტე და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

გისურვებთ წარმატებას.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!