HR ჯენერალისტი
09-09-2026 - 09-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 40 საათი.

ადგილმდებარეობა: ლოპოტა, კახეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლების მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
  • HR დოკუმენტაციისა და პირადი საქმეების წარმოება;
  • შრომითი ხელშეკრულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • თანამშრომლების HR საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
  • დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR პროცესების ადმინისტრირება;
  • HR სისტემაში თანამშრომელთა მონაცემებისა და ოპერაციების მართვა;
  • რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა და კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • HR ანგარიშგებების, ბრძანებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
  • თანამშრომლებისთვის ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით;
  • HR პროცესებისა და დოკუმენტაციის კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!