სპა თერაპევტი
13-06-2026 - 14-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.

თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)

ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას სპა თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.

ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.

ძირითადი მოვალეობები:

  • სპა პროცედურების (მასაჟი, სხეულის მოვლა ) პროფესიონალურად შესრულება;
  • თითოეული სტუმრის საჭიროებების შეფასება და ინდივიდუალურად მორგებული მომსახურების შეთავაზება;
  • მშვიდი, ჰიგიენური და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა;
  • სტუმართან კომუნიკაცია მაღალი სერვისის სტანდარტების დაცვით;
  • სპა პროდუქტებისა და პროცედურების სწორი გამოყენება;
  • კლიენტის კმაყოფილებაზე ზრუნვა და პოზიტიური გამოცდილების შექმნა;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი განათლება ან სერტიფიკატი სპა თერაპიის, მასაჟის  მიმართულებით;
  • მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სხვადასხვა რელაქსაციური მასაჟისა და სპა პროცედურების ცოდნა და პრაქტიკული უნარები;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების  ცოდნა;
  • კომუნიკაციის და მომსახურების მაღალი უნარი;
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<