ლოკაცია: თელავი, სოფ. ნაფარეული
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-05-18 - 2026-06-18
ლოპოტა სპა რეზორტი ქმნის უნიკალურ სამუშაო გარემოს გუნდის წევრებისთვის, სადაც მუშაობას თან ახლავს, ურთიერთზრუნვა და განვითარება, პროფესიული და კარიერული ზრდა, გამოცდილების გაღრმავება და ახალ სფეროებში შესაძლებლობების აღმოჩენაც კი.
თანამშრომლების ხელშეწყობისთვის შემუშავებულია სპეციალური ბენეფიტები (მაგ: უფასო ტრანსპორტი, უფასო კვება, ფასდაკლება რეზორტის სერვისებზე, დაზღვევა, საუკეთესო თანამშრომლების გამოვლენა-დაჯილდოება, გუნდის წევრების საჭიროებების კვლევა და სხვ.)
ლოპოტა სპა რეზორტი აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, 2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება; 8 საათიანი გრაფიკი;
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული.
ძირითადი მოვალეობები:
რეზორტის განსაზღვრულ მარშრუტზე წრიული მოძრაობა;
სტუმრების აკვაპარკის ტერიტორიაზე მიყვანა და გადაადგილებაში დახმარება;
სტუმრებთან თავაზიანი და მომსახურებაზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
უსაფრთხოების წესების დაცვა გადაადგილების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისური ენა (A2);
კომუნიკაციის კარგი უნარები;
მართვის მოწმობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
გისურვებთ წარმატებას.